საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29923

ფაქტი 29923

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ მოწონებული არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ. გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა სახელმძღვანელოს დაბეჭდვა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო არ შეეძლო მისი მომავალი სასწავლო წლისთვის გამოცემა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29923; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .