საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29928

ფაქტი 29928

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს უწყება, რომლის მიხედვითაც ეკლესიას წმინდა ნინოს უბნის სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თავისი ხარჯით შენახვა აღარ შეეძლო. გამგეობამ ბიბლიოთეკის საზოგადოების ბინაზე გადმოტანა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29928; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .