1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების მიერ მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი 1913 წლის ანგარიშის თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე იყო მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – დიმიტრი გონაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია. ფილიალს ჰყავდა 64 წევრი, ჰქონდა ორი ბიბლიოთეკა-სამკითხველო; წლის განმავლობაში საერთო კრება მხოლოდ ერთხელ გაიმართა, რომელსაც არცერთი წევრი არ დაჰკლებია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი