1916 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ მთავარგამგეობას სთხოვა ოთხმოცდასამი თუმანი – 830 მანეთი გამოეყო ქვემომაჩხაანელი მღვდლის – იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშაშვილის მიერ შეწირული სახლის შესაკეთებლად. ამ საქმისთვის სახსარი არც ადგილობრივ გამგეობას მოეპოვებოდა და არც მღვდლის ქვრივს. თხოვნას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა და ხელმოწერები: თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილისა, მღვდლის მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილისა და ილია იოსების ძე მენთეშაშვილის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი