ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის მიერ მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1915 წელს გამართულ წარმოდგენა-სეირნობებს ხელმძღვანელობდნენ: მასწავლებელი ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, მასწავლებელი ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი, ბებიაქალი ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ზაქარია გლახას ძე სარალიძე, ალექსანდრე ილიას ძე ჯანყარაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი