ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის ანგარიშს თან ახლავს 33-კაციანი სია, რომელშიც განყოფილების წევრები სოფლების მიხედვით არიან წარმოდგენილნი: ქვემო მაჩხაანიდან – მღვდელი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გურამიშვილი, ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, გიგო ნასყიდას ძე ბერძნიშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ წყალობას ძე ჯანყარაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, ნიკო ნოდარის ძე კორაშვილი; ჯუგაანიდან – ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი, აბრამ ილიას ძე მატიაშვილი, ხარიტონ მიხეილის ძე კიკალაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკალაშვილი, ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი; ზემო მაჩხაანიდან – ბლაღოჩინი კირილე სიმონის ძე ღვთისავრიშვილი, თამარ კირილეს ასული ღვთისავრიშვილი, ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი; ტიბაანიდან – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, ზურაბ ლუარსაბის ძე ნაცვლიშვილი, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, იღუმენი დიმიტრი, იოსებ ტატოს ძე ქადაგიძე; მირზაანიდან – გიგო მალხაზის ძე ლაპიაშვილი, ვასილ გიორგის ძე ალუღიშვილი; ქ. ახალციხიდან – სიმონ კოტრანის ძე ჩიქვანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი