1916 წელს სერგო პავლეს ძე მაჭარაძე, ბარნაბა დავითის ძე მიქაძე, იონა გერასიმეს ძე მალანია, ზურაბ დავითის ძე მგალობლიშვილი, ლუარსაბ მოსეს ძე მეტრეველი, ხარიტონ სევასტის ძე მორჩილაძე, ილარიონ ივანეს ძე მასხულია და ბესარიონ ბეჟანის ძე მახარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი