საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30059

ფაქტი 30059

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. საზოგადოების წესდების მეშვიდე მუხლის თანახმად კრება კანონიერად ჩაითვალა, რადგან მას დაესწრო ხმის მქონე წევრების მეოთხედზე მეტი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30059; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .