ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის გასავალი შეადგენდა: 50 მანეთს – 20% მთავარი გამგეობა, 50 მანეთს – ჯუგაანის სამკითხველო, 30 მანეთს – ზემო მაჩხაანის სამკითხველო, 120 მანეთს – მაჩხაანის სამკითხველოს მეთვალყურე, 120 მანეთს – სასწავლო წიგნების საწყობი, 4 მანეთს – რვა ახალი ყულაბისთვის. განყოფილების ანგარიშს ხელი მოაწერეს: გამგეობის თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, გამგეობის წევრებმა იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა, მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილმა და ბლაღოჩინმა კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი