საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30102

ფაქტი 30102

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1917 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, სკოლის შესანახად გამოყოფილი იყო 2854 მან. 73 კაპ., ტყვედ წაყვანილი ჯარისკაცების ოჯახებს გამგეობამ აღმოუჩინა დახმარება – 762 მან., სხვა პირებზე დაიხარჯა 528 მან. 28 კაპ., მოსამსახურე პირთა გასამრჯელოს სახით – 2460 მან., დამხმარე პერსონალის ჯამაგირის სახით – 360 მან. სულ 1917 წელს დაიხარჯა 2760 მან. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30102; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .