საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30104

ფაქტი 30104

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1917 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ნაშთი იყო 7624 მან. 63 კაპ., სეირნობებიდან, საღამოებიდან და წარმოდგენებიდან შემოვიდა 9772 მან. 92 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30104; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .