1916 წელს ნინა სტეფანეს ასული ჭრელაშვილი, ბიქტორ იაკობის ძე ჭედია, იოსებ ფარნაოზის ძე ჭელიძე, ივანე ჭყონია, ივანე პეტრეს ძე ჭავჭანიძე, ქრისტინე ნიკოლოზის ასული ჭავჭანიძე, დავით სიმონის ძე ჭოჭუა და სამსონ ქრისტეფორეს ძე ჭელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი