საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30144

ფაქტი 30144

საწევროების გადაუხდელობის გამო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ 1915 წელს ყველა სოფელში აირჩია საპატიო პირები, რომელთაც ქვითრების წიგნით კარდაკარ უნდა ჩამოევლოთ წევრებისათვის და განყოფილების კუთვნილი თანხა აეკრიფათ (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30144; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .