საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30153

ფაქტი 30153

1915 წლის 24 მარტს გამართულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ წლის ხარჯთაღრიცხვაში 80 მანეთის სახალხო და საბავშვო წიგნაკები გაითვალისწინა იმ სოფლებისთვის, სადაც არ ჰქონდათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სახელდობრ – მირზაანში, ტიბაანში, არბოშიკში, ოზაანსა და ასანურში სოფლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობით დარიგდებოდა აღნიშნული ლიტერატურა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30153; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .