1915 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობა იძულებული შეიქნა საგანგებო საპატიო პირები აერჩია, რომლებიც საწევროების ასაკრეფად ივლიდნენ სოფლებში, სახელდობრ: ტიბაანში – ალექსანდრე თათარაშვილი და ზურაბ ნაცვლიშვილი; ჯუგაანში – ილია შანშიაშვილი, რაჟდენ კიკილაშვილი, ფიფო ალადაშვილი, ილიკო მენთეშაშვილი; ქვემო მაჩხაანში – ვასილ ნადირაშვილი, სოლომონ კურცხალია, ეგნატე მენთეშაშვილი, ბოქაული შაქრო გურამიშვილი; ზემო მაჩხაანში – ბლაღოჩინი კირილე ღვთისავრიშვილი, ელენე ბოსტაშვილი, გიო ბოსტაშვილი, გიორგი ბერიაშვილი; მირზაანში – გიგო ლაპიაშვილი, ილია ალადაშვილი, შაქრო პოპიაშვილი, შაქრო სარალიძე. აღნიშნულ პირთაგან მხოლოდ ზ. ნაცვლიშვილმა და ალ. თათარაშვილმა შეძლეს დავალების შესრულება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი