საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3031

ფაქტი 3031

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის მოხსენება აზერბაიჯანის მიერ ნავთის გამოგზავნისთვის წამოყენებული ახალი პირობების შესახებ და მინისტრს დაავალეს, აზერბაიჯანის მთავრობისთვის ეცნობებინა, რომ ახალი პირობები ისევ მიუღებელი იყო, ამიტომ საქართველო წინანდელ დადგენილებას ეყრდნობოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3031; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .