საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3037

ფაქტი 3037

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ისიდორე ვარაზაშვილისთვის 11. 632 მან. 84 კაპ. მიცემისა და ავადმყოფობის გამო ივანე ვარაზაშვილის სატუსაღოდან დროებით განთავისუფლების შესახებ. ის. ვარაზაშვილს ნება დართეს ამ თანხის ამიერკავკასიის ბანკიდან მიღებისა იმ ფულიდან, რომელიც მის ძმას, ივ. ვარაზაშვილს, ფინანსთა მინისტრის განკარგულების ძალით დაკავებული ჰქონდა. მინისტრს დაევალა ავადმყოფი ივანე ვარაზაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის განკარგულების გაცემა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3037; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .