სამეცნიერო-პედაგოგიურ და სალიტერატურო ჟურნალ "განათლების" რედაქციის (რედაქტორ-გამომცემელი – ლ. ბოცვაძე) სატიტულო ფურცლის ინფორმაციით, 1913 წელს ჟურნალი გამოდიოდა ყოველი თვის შუა რიცხვებში, გარდა ზაფხულის ორი თვისა; წლიური ფასი 4 მანეთი იყო, სოფლის მასწავლებელთათვის – 3 მან.; მისამართი – თბილისი, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი