1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლოს სექციას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა – სახელმძღვანელოების გამოცემა და მათ ტექნიკურ მხარეზე ზრუნვა. გამგეობას ასე არ უნდა დაეტვირთა სექცია, რადგან ორივე საქმეს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და მის წევრებს გაუჭირდებოდათ გამკლავება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი