საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30613

ფაქტი 30613

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ აცნობა, რომ ილიას ყვარლის მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოსაწესრიგებლად თელავის განყოფილებას კომისია გარკვეულ თანხას მაშინ გამოუყოფდა, როცა გაეგზავნებოდა ცნობა, რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. წერილს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30613; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .