1920 წლის 7 ივლისს განათლების სამინისტროს კანცელარიის ვიცე დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ სამინისტროს განკარგულებით ოლღა ჭავჭავაძეს დაენიშნა დახმარება თვეში – 2000 მანეთის ოდენობით.
წყარო: მიწერ - მოწერა გამგეობის წევრებთან, მოხსენებები და შუამდგომლობანი ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა ჭავჭავაძის თვის პენსიის დანიშვნის შესახებწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა