საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30648

ფაქტი 30648

1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილების განკარგულებაში იყო აკაკი წერეთლის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო, მფარველობდა რამდენიმე სოფლის სამკითხველოსაც. მათგან განყოფილებას 1918 წლის ანგარიში არ მოუთხოვია, რადგან დროის უქონლობის გამო გამგეობას მათგან არც ერთი არ შეუმოწმებია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30648; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .