საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3065

ფაქტი 3065

1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ „სტალინისტები“ პარტიის მთლიანობის დარღვევას ამჩნევდნენ. ქალაქებში კომუნისტებისადმი ზიზღი და უარყოფითი განწყობა სწრაფად იზრდებოდა. ხელისუფლებისადმი გლეხების ნდობაც იმსხვრეოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3065; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .