საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30959

ფაქტი 30959

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ იმ წლის 26 მარტით დათარიღებული წერილის პასუხად მოახსენა, რომ განყოფილების გამგეობის წლიური ანგარიში წერილობით არ შედგენილა და მხოლოდ სიტყვიერად მოხსენდა კრებას 2 მარტს. ამის გამო ანგარიში არც კრების ოქმში აღუნიშნავთ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30959; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .