საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31042

ფაქტი 31042

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1915 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს 141 წევრის საწევრო გადასახადის სახით უნდა შემოსულიყო 444 მან., წინა წლებიდან დარჩენილი 55 წევრის საწევრო გადასახადი შეადგენდა 165 მანეთს, ხოლო წარმოდგენებიდან, სეირნობიდან, შემოწირულობებიდან და სხვა წყაროებიდან სავარაუდოდ შეიძლებოდა შემოსულიყო 300 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31042; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .