საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31163

ფაქტი 31163

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 2-ე საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ავი სენით შეპყრობილნი“, „მერი, ნოტები“, რ. ჩიხლაძის სურათი, შ. არაგვსპირელი სურათი, „ვაშლის და ხეხილის მუმლი“, „როგორ გაჩნდა ფულის ხმარება“, ი. ჭავჭავაძის სრული თხზულებანი, „ვეფხისტყაოსანი“ ქართველიშვილის გამოცემა, გრიშაშვილის ლექსები რუსულად და დ. კლდიაშვილის მოთხრობები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31163; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .