1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, სასკოლო სექციას ყურადღება უნდა მიექცია რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები დროულად დაბეჭდილიყო და გამოსულიყო ბაზარზე, რადგან გოგებაშვილის სახელმძღვანელოებით საზოგადოებას დიდი ფინანსური მოგება ჰქონდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი