საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31188

ფაქტი 31188

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: იაგორ სანიკიძე, ილია იაკობის ძე პირტახია, მიხა საჯაია, დავით მოლარიშვილი და ვარლამ ანჩაბაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31188; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .