საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31207

ფაქტი 31207

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებამ დაადგინა, დაბა ზუგდიდში მომავალი სექტემბრისთვის ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობის გამო, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის, რომ იმ წელს მას არ გამოერთმია ზუგდიდელებისთვის განყოფილების შემოსავლის 20% და საჭირო დახმარება აღმოეჩინა მათთვის ქართული სკოლის გახსნის საქმეში. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31207; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .