საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31261

ფაქტი 31261

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას 911 მანეთისა და 35 კაპიკის გაუყიდავი წიგნები ჰქონდა. გაყიდეს 338 მანეთისა და 65 კაპიკის წიგნები. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31261; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .