საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31518

ფაქტი 31518

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის მასალების ანგარიში 31 876 მანეთსა და 50 კაპიკს შეადგენდა. საანგარიშო წლის განმავლობაში სტამბისთვის 15 601 მანეთისა და 35 კაპიკის მასალები შეიძინეს. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31518; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .