1919 წლის 13 ივნისს ბათუმის გიმნაზიის დირექტორი აკაკი ფაღავა განათლების სამინისტროს ბუნებისმეტყველების მასწავლებელ დ. კალანდარიშვილის თხოვნასთან დაკავშირებით მიმართავდა. სასწავლებელში საბუნებისმეტყველო კაბინეტის უქონლობა პედაგოგს არ ათავისუფლებდა გაკვეთილებზე გაწეული შრომისგან, ამიტომ ის კუთვნილ ფულს მოითხოვდა. აკაკი ფაღავა ადასტურებდა, რომ დ. კალანდარიშვილიც და იმავე საგნის მასწავლებელი კაციტაძეც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და ითხოვდა განმარტებას წარმოებული ცდების ანაზღაურების რაოდენობასთან დაკავშირებით.

წყარო: თბილისის ვაჟთა რეალური გიმნაზიის, საოსტატო სემინარიისა და სხვა სასწავლებლების დროებითი დებულებები და შტატები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი