1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სადამხმარებლო ორგანიზაციის კლუბის გახსნა მეჯლისით აღინიშნა. კვირაში ორჯერ ცეკვები გაიმართებოდა, შესაძლებელი იქნებოდა ჩოგბურთის თამაში და სხვადასხვაგვარი გართობა.

წყარო: სერ ოლივერ უორდროპი 150
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, ინგლისური
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა