საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31854

ფაქტი 31854

1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის თხოვნა „ბუნების კარის“ შემოკლებული ვერსიის, ისტორიისა და გეოგრაფიის ნაწილის გამოტოვებით, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ბოცვაძის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა, რადგან ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები არსებობდა და ცალკე საგნებად ისწავლებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31854; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .