საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32111

ფაქტი 32111

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, სხდომამ იმსჯელა მომავალი ქართული სკოლისთვის შენობის საჭიროების თაობაზე და გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ ეთხოვა მაზრის უფროს ჩერნოვისთვის დახმარება. კერძოდ, ჩერნოვს უნდა ეშუამდგომლა გუბერნიის ინჟინერ ავსარკიზოვთან, რომ ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ შეედგინა სკოლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32111; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .