საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32139

ფაქტი 32139

1919 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ შორაპნის განყოფილებას არ ჰქონდა უფლება გამოეტანა დადგენილება საზოგადოების საკუთრებაში არსებული მამულების სახელმწიფო ფონდში გადარიცხვის შესახებ. ასევე ატყობინებს, რომ საზოგადოების მთავარ გამგეობას დუშეთის მაზრაში ჰქონდა 50 დესეტინა, ხოლო თელავში 14 დესეტინაზე მეტი, მაგრამ მისთვის ეს მამულები ჯერ არავის ჩამოურთმევია და არც მიწერ-მოწერა ყოფილა ამის შესახებ. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32139; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .