1919 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინა, რომ სოფელ დილიკაურში მათ საკუთრებაში არსებული მამული, რომელიც განყოფილებას გადასცა აბაშიძის ქალმა, შორაპნის მაზრამ სახელმწიფო საკუთრებაში ჩაწერა და მათ აინტერესებდათ კანონიერი იყო თუ არა ეს ქმედება. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი