საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32142

ფაქტი 32142

1917 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას გაუგზავნა დავით კარიჭაშვილის სარევიზიო მოხსენება და სთხოვა მათ, რომ შემოსავალ-გასავლის ანგარიში ეწარმოებინათ დადგენილი წესების მიხედვით; გადაეხადათ საპროცენტო გადასახადი, რომელიც დაარსების დღიდან არ გადაუხდიათ და გაეუმჯობესებინათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოების საქმე. ხელს აწერს მთავარი გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32142; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .