საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32552

ფაქტი 32552

1913 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის ვერ დაესწრო 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. კრების თავმჯდომარეობა მიუღია გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა თავმჯდომარის ამხანაგს, ანდრია პატარაიას. ზუგდიდელებმა არ იცოდნენ, რამდენად შეიძლებოდა კრების მოქმედების კანონიერების გაუქმება. არც წესდებაში ეწერა ამის შესახებ. ამიტომ ფაღავა სთხოვდა მთავარ გამგეობას, განემარტა ზუგდიდის განყოფილებისთვის ეს საკითხი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32552; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .