საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32701

ფაქტი 32701

1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა განცხადება, რომ მარტიდან გამოდის თბილისში ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. დამტკიცებული პროგრამა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი: 1) წინასიტყვაობა, რომელშიც გამოითქმება რედაქციის აზრი საზოგადო ცხოვრებისა და სხვადასხვა თემის შესახებ, 2) საქართველო: განხილვა ყოველგვარი თემისა მთავრობისა თუ საზოგადოების ცხოვრების შესახებ, 3) რუსეთი: განხილვა ყოველგვარი თემისა, რაც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოების ცხოვრებას შეეხება, 4) უცხოეთი: განხილვა საზოგადო პოლიტიკისა, უცხო ქვეყნების სახელმწიფო წარმოებასა და საზოგადოების ცხოვრებისა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1877 | 3 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32701; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .