საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32712

ფაქტი 32712

1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გასულ სექტემბერს ქალაქ გორში გახსნეს სასწავლებელი „საოსტატო სემინარია“ სადაც სასოფლო სასწავლებელთათვის უნდა მოემზადებინათ მასწავლებლები, თუმცა სამწუხაროდ არა ქართულ ენაზე, რაც არსასიამოვნო ფაქტი იყო. ამასთან გორში არსებულ დაწყებით სასწავლებელში ისეთი პედაგოგები ასწავლიდნენ ქართულს, რომლებმაც თავად არ იცოდნენ გამართულად ქართულად მეტყველება, რაც საერთოდ არ წაადგებოდა ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებას.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 10 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32712; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .