1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილების თანახმად კომისია ვასილ ედილაშვილის, ლავრენტი სანოძის, იოსებ გიორგობიანის, ივანე ავალიშვილისა და ტერენტი წერეთლის შემადგენლობით შეიკრიბა კანცელარიაში, სადაც იპოლიტე ვართაგავას შესთავაზეს ჩაებარებინა საზოგადოების საწყობი, რაზეც ი. ვართაგავამ დროის უქონლობისა და ყოფილი გამგისგან საწყობის არგადაბარების გამო საწყობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა. ტერენტი წერეთელმა აიღო პასუხისმგებლობა საწყობი ჩაებარებინა ხსენებული კომისიისთვის და დაიწყეს საწყობის აღწერა, რამაც 3 დღე გასტანა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი