საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32728

ფაქტი 32728

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე ნიკო ელიავამ განაცხადა, რომ მან შენგებულად მოაწერა ხელი თ. კიკვაძის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რადგან აღნიშნული საკითხები მეტად საყურადღებო იყო. მისი თქმით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უძველესი კულტურული დაწესებულებაა, რომელსაც თითოეული ადამიანისგან სჭირდებოდა დახმარება, ყურადღება და დაცვა, რადგან არავინ იცოდა მომავალში რა მოხდებოდა. საბოლოოდ ნ. ელიავამ განაცხადა, რომ დავით კარიჭაშვილის მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა დააკმაყოფილა მისი ინტერესი და დარწმუნდა, რომ მთავარ გამგეობას თავის დროზე ჰქონდა გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება, რასაც რწმუნებულები ითხოვდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32728; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .