1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე დავით კარიჭაშვილმა ვრცელი მოხსენება გააკეთა თ. კიკვაძის მიერ შედგენილი დოკუმენტის შესახებ, რომელსაც 15 რწმუნებული აწერდა ხელს. მან განაცხადა, რომ თ. კიკვაძეს სურდა მოქმედი მთავარი გამგეობის გადადგომა და ახლის არჩევა, ამიტომ მან შექმნა 3 საკითხიანი დოკუმენტი, საზოგადოების ფინანსური კრიზისის, განყოფილებათა ლიკვიდაციისა და ახალი წესდების არგანხორცილების შესახებ, რომლითაც სურდა დაეზარალებინა მოქმედი გამგეობა და უმოქმედობაში დაედანაშაულებინა. დავით კარიჭაშვილმა კრებაზე დამსწრე რწმუნებულებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია სამივე საკითხის შესახებ და დაადასტურა, რომ თუ სრული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ რწმუნებულთა უმეტესობა ისევ თ. კიკვაძეს მიემხრობოდა, მაშინ გამგეობა დაუყოვნებლივ დანიშნავდა რწმუნებულთა საზოგადო კრებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების ოქმები და გამგეობის მოხსენებები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი