1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-12 მუხლის მიხედვით საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრება არის ჩვეულებრივი და საგანგებო. ჩვეულებრივ კრებას იწვევს მთავარი გამგეობა წელიწადში ერთხელ, საგანგებო კრებას კი საზოგადოების თავმჯდომარე ნებისმიერ დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა განსახილველად, გამგეობის დადგენილების თანახმად არანაკლებ საზოგადოების 15 რწმუნებულის მოთხოვნისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი