1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-16 მუხლის მიხედვით მთავარი კრების დანიშნულებაა: ა) განხილვა და დამტკიცება წლიური ანგარიშისა; ბ) განხილვა მთავარ გამგეობის მოსაზრების, წინადადების და მოხსენებისა; გ) განხილვა და დამტკიცება შემდეგი წლის შემოსავალ-გასავლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვისა; დ) მთავარ გამგეობის და საზოგადოების საპატიო წევრთა არჩევა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი