1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 23-ე მუხლის მიხედვით გამგეობის მოვალეობაა: ა) საზოგადოების სიის წარმოება; ბ) საზოგადო კრების ყოველი კანონიერი დადგენილების შესრულება; გ) საზოგადოების საქმეთა და დაწესებულებათა გამგეების და სხვა პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დანიშვნა; დ) წარმოება შემოსავლ-გასავლის დავთრებისა და საზოგადოების თანხის ანგარიშისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი