1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ანეტა სოლომონის ასულმა ჩიქვანმა, დიმიტრი ნიკოლოზის ძე გაგუამ, ვასილ ფირონის ძე ტყეშელაშვილმა, სავლე გიორგის ძე წერეთელმა, ილია ლომინის ძე ჭყონიამ, ილია ყარამანის ძე ნაჭყებიამ, ილიკო ლეკიშვილმა, კოლია ლეკიშვილმა, ნიკოლოზ ფარსადანის ძე წერეთელმა და ავქსენტი ივანეს ძე შავგულიძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი