1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: იასონ ბესარიონის ძე გაბაშვილმა, ნიკოლოზ ნესტორის ძე მაღრაძემ, დიმიტრი მიხეილის ძე ბახტაძემ, ელენე დიმიტრის ასულმა ბახტაძემ, ერმალოზ ალექსის ძე ასათიანმა, ილიკო დიმიტრის ძე მამფორიამ, ნესტორ იოსების ძე გიორგაძემ, სილოვან გიგოს ძე კლდიაშვილმა, სტეფანე გიორგის ძე ხაჟომიამ და ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი