1920 წლის 20 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ღამის 3 საათზე თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედაქალაქში შენობებს ბზარები გაუჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გორში კი სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა და მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.

წყარო: სერ ოლივერ უორდროპი 150
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, ინგლისური
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა